ბათუმის ბულვარში ბატუტის დაზიანების გამო დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმში, ბულვარში, არდაგანის ტბასთან ბატუტის დაზიანების გამო დაშავებული 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა 13 მარტს მოხდა. არსებული ინფორმაციით, საღამოს არდაგანის ტბასთან ძლიერმა ქარმა ბატუტი გაიტაცა და დააზიანა, შედეგად 5 და 8 წლის ბიჭები დაშავდანენ.

მეორე დაშავებული, 5 წლის ბიჭი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.