პროკურატურამ დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, მარტვილის მუნიციპალიტეტში  დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 მარტს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, ყოფით საკითხზე წარმოშობილი უთანხმოების  ნიადაგზე, დედას  შეშის ნაჭრით თავის არეში დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის  „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის  განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით  თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო  აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა", - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები
9 საათის 16 წამის წინ