თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ში, "საზღვაო ქვეითთა თამაშები“ წარმატებით იასპარეზეს

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე გამართულ „საზღვაო ქვეითთა თამაშებიდან“ დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი საქართველოში 22 მედლით დაბრუნდა.

პარასპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრს მოადგილე გიორგი ბუბუნაური, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი კარლო ლაბაძე დახვდნენ და წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს. 

"საზღვაო ქვეითთა თამაშები“ 26 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა 10-კაციანი გუნდი სპორტის შვიდ სახეობაში ასპარეზობდა. სამხედროებმა ნიჩბოსნობაში, ველორბოლასა და ბირთვის სროლაში ოქროს მედლები, ხოლო სროლაში, სირბილში, მჯდომარე ფრენბურთსა და მშვილდოსნობაში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. საერთო ჯამში, პარასპორტსმენებმა რვა ოქროს, ცხრა ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედლები დააგროვეს. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები აღნიშნულ ღონისძიებაში 2014 წლიდან მონაწილეობენ. 

"საზღვაო ქვეითთა თამაშებში“ საქართველოსთან ერთად მონაწილეობას ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის, კოლუმბიის, საფრანგეთის, იტალიისა და ნიდერლანდების სამეფოს სამხედრო მოსამსახურეები იღებდნენ.

მსგავსი სიახლეები