მიხეილ ყაველაშვილი - იმ დახვრეტილი ადამიანების შვილების მაშინდელი ყოფა ერთი ერთში ჯდება ჩვენი შვილებისა და იმ ადამიანების ყოფასთან, ვისაც უკვე გამოგვიტანეს განაჩენი, რომ მოღალატეები ვართ

ყველას ვაპატიებ და შევუნდობ, მე რა შეურაცხყოფაც მომაყენეს, მაგრამ ჩემი შვილის შეურაცხყოფისა და დაზიანებისთვის, რომ მამა მოღალატე ჰყავს, საფლავში ჩაგყვებით ყველას და სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ, - ამის შესახებ გადაცემა "პოლიტიკურ პოსტში“ მოძრაობა "ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

"შეცდნენ? გამობრძანდნენ და ბოდიში მოიხადონ. ან არადა, დაგვიმტკიცონ, რომ ეს რუსული კანონია. და დაგინებაც მოჰყვება ბოლოს, როგორც ვიცი ხოლმე, რადგან სხვა ენა არ ესმით - ან დაამტკიცონ რომ ეს რუსული კანონია, ან [ვხედავთ] რუსულ საქმეს ვინც აკეთებს. რუსული საქმეა, აქ რომ რევოლუციას მოაწყობდნენ და რუსეთი ეგრევე შემოვიდოდა.

1937 წელს დახვრეტილი მწერლების ფოტოებით მოვიდნენ და მანიპულირებდნენ ეს "საზოგადო მოღვაწეები“, შემდეგ ჩვენი გვარების გასაჯაროება დაიწყეს და მოღალატეებად შეგვრაცხეს. იმ დახვრეტილი ადამიანების შვილების მაშინდელი ყოფა ერთი ერთში ჯდება ჩვენი შვილებისა და იმ ადამიანების ყოფასთან, ვისაც უკვე გამოგვიტანეს განაჩენი, რომ მოღალატეები ვართ. ეს სწორედ ლიბერალური ფაშიზმია!

არასოდეს მომხდარა საქართველოში ასეთი ამბავი, რომ მამას შვილი დაეყენებინოს ფარად - 15-17 წლის ბავშვები დაიყენეს ფარად. მე ვიცი, რომ მამა უნდა ეფარებოდეს შვილს, ის უნდა წავიდეს წინ და 15-17 წლის ბავშვები რომ გადაიფარეს, ეგ არის მათი ვაჟკაცობა?", - განაცხადა ყაველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები