“TV პირველის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, “TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა,  სოფელ ბახვში “TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით  გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად,  ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბახვში ალტ-ინფოს გურიის ორგანიზაციის ლიდერმა მამუკა ანდღულაძემ "TV პირველის" ჟურნალისტ ნატო გოგელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ანდღულაძემ გოგელიას ტელეფონი და აპარატურაც დაუმტვრია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები