ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის სამი შემთხვევა დაფიქსირდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლზე ცოფის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, – ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

"აღნიშნულიდან გამომდინარე გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, საკარანტინო პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება.

მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით, 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების ოზურგეთის "ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში“ გადაყვანა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 18 მარტს არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უახლესი ამბები