უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი იერარქები პრეზიდენტის ოფისში მივიდნენ

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი იერარქები უკრაინის პრეზიდენტის ოფისში მივიდნენ.

ამის შესახებ ეკლესიის პრესსამსახური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იტყობინება.

ისინი "უკრაინის პრეზიდენტის ოფისში მივიდნენ, რათა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია სახელმწიფოს ხელმძღვანელობას გადასცენ“.

მათივე თქმით, სურს, პრეზიდენტ ზელენსკის პირადად შეხვდნენ.

"სინოდის წევრებმა დაწერეს მიმართვა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისამართით და სურთ პირადად აუხსნან მას არსებული ვითარება. ეს მიმართვა ძალზე მნიშვნელოვანია წმინდა სინოდისთვის და სინოდის შემდგომი ქმედებები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ადეკვატურად გაეხმაურება სახელმწიფო ხელმძღვანელობა მილიონი მორწმუნის პოზიციას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღეს სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც კიევ-პეჩერსკის ლავრიდან ბერების გამოსახლების საკითხი განიხილეს. კულტურის სამინისტრო მათ მონასტრის 29 მარტამდე დატოვებას ან უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში გაწევრიანებას თხოვს.

მსგავსი სიახლეები