"ავდიივკას ირგვლივ ვითარება სულ უფრო იძაბება, ქალაქი შეიძლება მალე მეორე ბახმუტად იქცეს"

დონეცკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ავდიივკას ირგვლივ ვითარება სულ უფრო იძაბება, რუსები გამუდმებით ცდილობენ ქალაქის ალყაში მოქცევას, - უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა ალექსეი დმიტრაშკოვსკიმ განაცხადა.

"მტერი გამუდმებით ცდილობს ავდიივკას ალყაში მოქცევას, ვეთანხმები ჩემს კოლეგებს ბრიტანეთიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ავდიივკა შეიძლება მალე მეორე ბახმუტად იქცეს. ეს ასეა. მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი ასე კარგად არ არის რუსული შენაერთებისთვის, რომლებიც თავს ესხმიან ამ მიმართულებით“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, ბოლო დღეებში რუსებმა გამოიყენეს არსებული რეზერვები და სერიოზულ დანაკარგებს განიცდიან პერსონალსა და აღჭურვილობაში.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა დაკარგა პერსონალის დაახლოებით სამი ასეული“, - განაცხადა სპიკერმა.

დმიტრაშკოვსკის თქმით, აღნიშნული მიმართულებით რუსების თავდასხმები იგივე ტიპისაა და უკრაინელი მებრძოლები ახერხებენ თავდასხმების მოგერიებას.

უახლესი ამბები