უკრაინის დაზვერვა - ნაკლებად სავარაუდოა, ჩინეთის ლიდერი პუტინთან იარაღის გადაცემაზე აწარმოებდეს მოლაპარაკებებს

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მოსკოვში ვიზიტის დროს ვლადიმერ პუტინთან იარაღის გადაცემაზე აწარმოებდეს მოლაპარაკებებს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

"იარაღზე ჯერ საუბარი არ არის, ასეთი ფაქტები ჯერ არ დაფიქსირებულა", - აღნიშნა მან.

იუსოვმა აღნიშნა, რომ ძლიერი საერთაშორისო ლიდერი ეწვია ქვეყანას, რომლის რეჟიმი გეოპოლიტიკურ მარცხს განიცდის და ჩიხშია, კერძოდ, ეკონომიკურ და საგარეო პოლიტიკურ გეგმებში.

"რა თქმა უნდა, როგორც პრაგმატული გეოპოლიტიკური მოთამაშე, ჩინეთი გააძლიერებს თავის პოზიციას რეგიონში და ე.წ. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, დაიცავს საკუთარ ეკონომიკურ და სხვა ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა იუსოვმა.

მისი თქმით, რუსეთი სულ უფრო და უფრო მეტად იქნება დამოკიდებული სხვა მოთამაშეებზე. 

მსგავსი სიახლეები