ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა

თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა. საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში მიმდინარე წლის 14 მაისს არის დაგეგმილი.

ერდოღანი "რესპუბლიკური ალიანსის" ერთიანი კანდიდატია.

საპრეზიდენტო კანდიდატების საბოლოო სია სავარაუდოდ, 31 მარტს გამოქვეყნდება და საარჩევნო კამპანია დაიწყება.

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს არის დანიშნული, მოქმედი პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოპონენტი თურქეთის რესპუბლიკური სახალხო პარტიის ყველაზე დიდი გაერთიანების (ნაციონალური ალიანსის) ლიდერი 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუა. 

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ივნისში უნდა გამართულიყო, თუმცა მოქმედმა ხელისუფლებამ მაისისთვის გადაიტანა.

69 წლის ერდოღანი 1994-1998 წლებში სტამბოლის მერი, 2003-2014 წლებში კი თურქეთის პრემიერ-მინისტრი იყო. 2014 წლის 28 აგვისტოდან ის თურქეთის პრეზიდენტია. 

მსგავსი სიახლეები