ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით წყალტუბოში ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა

წყალტუბოში ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, რომელმაც ჟურნალისტებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და პირველი ქართული გაზეთის გამოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღინიშნა, რომ ჟურნალისტის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლოა, რადგან ყოველთვის უნდა იყო მოვლენების ეპიცენტრში, დაიცვა ზომიერება და ემსახურო ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს.

"შეკრებილებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაციები ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, გაზეთ "დროების" რედაქტორის სერგეი მესხის შესახებ, რომლის ცხოვრება და მოღვაწეობა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მთელი ცხოვრება ემსახურო ქართული ენის, სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების დაცვისა და პროგრესული იდეების განხორციელებას.

საინტერესოდ იქნა წარმოდგენილი საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის, ჭუბერის უღელტეხილის კადრების ავტორის, დიანა ციბაძის მიერ მომზადებული სიუჟეტები და რეპორტაჟები. 

აღინიშნა, რომ დიანა ციბაძემ როგორც საქართველოს პირველი არხისა და ტელეკომპანია "ივერიონის’’ ჟურნალისტმა, არაერთი გაზეთის კორესპონდენტმა, სატელევიზიო გადაცემის ,,კვირის ექსპრესის’’ ავტორმა ყოველგვარი წინააღმდეგობასა თუ განსაცდელს მიუხედავად, გონივრულად თქვა თავისი სათქმელი და დატოვა თავის კვალი ქართულ ჟურნალისტიკაში.შეხვედრას ესწრებოდა ტელეკომპანია ,,იმედის’’ ჟურნალისტი ხათუნა მაისურაძე, რომელმაც ისაუბრა, პროფესიული არჩევანისა და თანამედროვე ჟურნალისტიკის გამოწვევების შესახებ. 

ქართული ჟურნალისტიკის განვითარების ეტაპები განიხილეს გაზეთ ,, ახალი წყალტუბოს’’ რედაქტორმა მურთაზ კანკაძემ, ჟურნალისტებმა: ირმა მარდალეიშვილმა, ანა ჯიქიამ, ლილი გელენიძემ, ომარ ჭუმბურიძემ, თეიმურაზ ჯანელიძემ და სხვებმა.შეკრებილებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცეს, ასევე მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს ინკლუზიური ცენტრის’’ მმართველმა ნინო ნემსიწვერიძემ.

ღონისძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებათა მართვის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა", - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები