მამუკა მდინარაძე - მე პირადად დავრწმუნდი, რომ 1000-პროცენტიანია 1000-ლარიანი გადარიცხვა

მახსოვს ჩემი სტუდენტობა და მახსოვს, როგორ შეიძლება ემოციურ დონეზე, თუ ჩემს ქვეყანას შეეხებოდა, უფრო სწრაფად მემოქმედა და არა - რაციონალურად.  ჩვენ, ყველანი, ახალგაზრდობაში როდესაც სტუდენტები ვიყავით, შეიძლება ასე ვმოქმედებდით და ეს სულ არ არის დასაძრახი ამბავი - დასაძრახია მაგალითად, 1000 ლარს  ფულს რომ უხდი ახალგაზრდას იმაში, რომ გარკვეული აქტივობა განახორციელოს და მერე აგინოს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. 

მამუკა მდინარაძის განმარტებით, ოპოზიციის მიერ დამკვიდრებული გამონათქვამი „რუსული კანონი“ რეალურად არ არსებობს. რაც შეეხება ამერიკულ კანონპროექტს, პარალემენტი არ აპირებს მიუბრუნდეს მის განხილვას, ვინაიდან რადიკალურ ოპოზიციას არ მიეცეთ  ქართველი ახალგაზრდების კიდევ ერთხელ მოტყუების საშუალება.

მისივე თქმით,  ოპოზიციური პარტიის და რამდენიმე ახალგაზრდის ფინანსური კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებაა საბანკო ამონაწერი, რომელსაც მალავს კონკრეტული ადამიანი. როგორც მდინარაძე აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ არ იქნებოდა 1000-ლარიანი გადარიცხვა, ამონაწერსაც გამოაქვეყნებდნენ, ხოლო ის მიზეზი, რომ პერსონალურ ინფორმაციას უფრთხილდებიან, მისთვის სარწმუნო  არგუმენტი არ არის. 

"როდესაც კატეგორიულ უარს აცხადებინებენ იმ ახალგაზრდას ერთი დღის ამონაწერის გამოქვეყნებაზე, მე პირადად დავრწუმნდი, რომ 1000 პროცენტიანია 1000 ლარიანი გადარიცხვა.  მეორე  გადარიცხვაც იყო, რაც ასევე მედიით გავრცელდა: ორგანიზაცია “ნაბიჯის“ ხელმძღვანელმა სხვის ანგარიშზე ჩაარიცხინა თებერვლის ბოლოს თანხა და ამბობს, როგორ გამოვაქვეყნო ჩემი მეგობრის ანგარიშიო, თითქოს მეგობარი არ არსებობდეს. მართალია, არ არის ვალდებული, მე მაგალითად, როგორც კი დამაბრალებთ, რომ  ვიღაცამ რაღაც თანხა ჩაგირიცხაო, ზუსტად 5 წუთში გამოვაქვეყნებ ჩემი ბანკის ამონაწერს, იმიტომ რომ არაფერი იქ ისეთი არ არის. რაღაც დასამალი რომ არ იყოს , აუცილებლად გამოაქვეყნებდნენ. ჩემთვის პირადად, არ არის დამაჯერებელი მათი არგუმენტი, რომ პერსონალურ მონაცემს უფრთხილდებიან ისინი“, - განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები