გია ცეცაძემ "თელავის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

გია ცეცაძემ საფეხბურთო კლუბ “თელავის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. 

ამის შესახებ განცხადებას “თელავის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

“ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი "თელავი" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მთავარ მწვრთნელს გიორგი ცეცაძეს დაემშვიდობა... 

სკ "თელავი" უღრმეს მადლობას უხდის გიორგი ცეცაძეს გაწეული სამსახურისთვის და გვერდში დგომისთვის, სამომავლოდ კი ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს! 

რაც შეეხება ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას, გეტყვით, რომ მასთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და როგორც კი დაინიშნება, მაშინვე შეგატყობინებთ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ცეცაძის მოულოდნელი წასვლის მიზეზი. ახლად დაწყებული “ეროვნული ლიგა”, სადაც გუნდმა მხოლოდ 5 თამაში ითამაშა, დასკვნების გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი