სტოლტენბერგი - პუტინი არ ჩერდება, დასავლეთი მზად უნდა იყოს უკრაინის გრძელვადიანი დახმარებისთვის

დასავლეთის ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად დიდი ხნით უნდა მოემზადონ, რადგან რუსეთს ომის ესკალაცია სურს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

"პრეზიდენტი პუტინი არ გეგმავს მშვიდობას, ის აპირებს ომის გაგრძელებას", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, აგრესორი ქვეყანა აძლიერებს სამხედრო ინდუსტრიულ წარმოებას და "მიმართავს ავტორიტარულ რეჟიმებს, როგორიცაა ირანი ან ჩრდილოეთ კორეა და სხვა, რათა შეეცადოს მეტი იარაღის მოპოვებას“. ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და სხვა დასავლური ქვეყნები მზად უნდა იყვნენ უკრაინას კიდევ დიდხანს დაუჭირონ მხარი ამუნიციით, იარაღით და სათადარიგო ნაწილებით.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ჭურვების  დეფიციტი შეინიშნება რუსეთშიც, რომელიც ახლა ცდილობს დახმარება ჩინეთში იპოვოს.

ამასთან, სტოლტენბერგმა არ გამორიცხა უკრაინას F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება, თუმცა მიიჩნევს, რომ ქვეყანას უკვე მიეწოდება საკმარისი სამხედრო ტექნიკა დეოკუპაციისთვის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები