ირაკლი კობახიძე - ლევან იოსელიანი არასდროს გახდება ნინო ლომჯარია, მე ამის ღრმად მწამს

მდიდარმა "ენჯეოებმა“ იფიქრეს, რომ ლევან იოსელიანი არ არის აგენტი, არ არის ჯაშუში და მათ გაუჭირდებოდათ მისი დაქვემდებარება ისე, როგორც დაიქვემდებარეს თავის დროზე ნინო ლომჯარია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"სჯობს, ამაზე ისაუბროს თავად ლევან იოსელიანმა, რომელმაც ამხილა „ენჯეოები“ სამი დეპუტატი ქალის მიმართ ბულინგში. მე შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ ეს იყვნენ ის არასამთავრობოები, რომლებმაც იოსელიანის არჩევისთანავე გამოაქვეყნეს ნეგატიური განცხადება მის არჩევასთან დაკავშირებით. ეს იყო დაახლოებით 10-15 ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც გამოირჩევიან რადიკალური ქმედებებით და რადიკალური ოპოზიციის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ. მიზეზი არის ერთი: მათ იფიქრეს, რომ ლევან იოსელიანი არ არის აგენტი, არ არის ჯაშუში და მათ გაუჭირდებოდათ მისი დაქვემდებარება ისე, როგორც დაიქვემდებარეს თავის დროზე ნინო ლომჯარია. 

ლევან იოსელიანი არასდროს გახდება ნინო ლომჯარია, მე ამის ღრმად მწამს. ამის ეშინოდათ შესაბამის არასამთავრობოებს, რომლებსაც სურდათ აგენტი და ჯაშუში ამ თანამდებობაზე“, - აცხადებს კობახიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები