ონის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ

სსიპ სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის  საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს, პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

23 მარტს, ონის  საჯარო სკოლაში წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ,  რომელთაც უმაღლესი შეფასებით დაძლიეს საბაზო საფეხური.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ლევან შერაზადიშვილთან და  რესურსცენტრის თანამშრომლებთან ერთად პორტაბელური კომპიუტერები 3 წარჩინებულ მოსწავლეს - სოფო გობეჯიშვილს, ნინო მემანიშვილს და მარიამ მაისურაძეს გადასცა.

აღსანიშნავია, რომ პორტაბელური კომპიუტერები წარჩინებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გადაეცათ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები