მიხეილ სააკაშვილი - ამ პრემიამ ნორვეგიისგან უნდა დააფიქროს ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც წლების განმავლობაში წამოეგო ჩემი გაშავების კამპანიას

ჩემთვის დიდი პატივია ადამიანის უფლებების და დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის ქვეყნისგან ჯილდოს მიღება, ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"ამ პრემიამ ნორვეგიისგან უნდა დააფიქროს ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც წლების განმავლობაში წამოეგო ჩემი გაშავების კამპანიას. უნდა დაფიქრდნენ ისინი, ვისაც ჩემი სრულიად უსამართლო და სამარცხვინო პატიმრობა დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხად კი არა, რაღაც პოლიტიკურ გარჩევად მიაჩნია. 

ის, რომ ჩემს პატიმრობაზე ამხელა ნეგატიური რეაქციაა მთელ ცივილიზებულ სამყაროში და პოზიტიური მხოლოდ კრემლში და ოცნებაში, თითოეული ქართველის განსჯის საგანი უნდა იყოს", - წერს სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FSaakashviliMikheil%2Fposts%2Fpfbid02sCfS6g9hECaZrnnhNB1QgNg84Pbh48PvkSte8kt9AJVxbrkNgqJ56vbkuAfAmE2Zl&show_text=true&width=500" width="500" height="838" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>