უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 170 550 (+660) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 26.03.2023-მდე: ტანკები - 3 595 (+15), ჯავშანტექნიკა - 6 947 (+15), საარტილერიო სისტემები - 2 631 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 522 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 277 (+1), თვითმფრინავი - 305 (+0), ვერტმფრენები - 291 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 2 216 (2), ფრთოსანი რაკეტები - 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 5 486 (+3), სპეციალური ტექნიკა - 282 (+3).