უკრაინა პუტინის ბირთვული რიტორიკის გამო გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს

უკრაინა ითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევას რუსეთის ფედერაციის განზრახვის გამო, განათავსოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელარუსში, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უკრაინა ელის გაერთიანებული სამეფოს, ჩინეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის მიერ კრემლის ბირთვული შანტაჟის წინააღმდეგ ეფექტურ მოქმედებას, მათ შორის, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ბირთვული იარაღის გამოყენებით აგრესიის საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

"მოვითხოვთ ამ მიზნით დაუყოვნებლივ იქნეს მოწვეული გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიმართავს ბელორუსის საზოგადოებას, აღკვეთოს ბელარუსის ტერიტორიაზე კრიმინალური განზრახვების განხორციელება ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და აღნიშნავს, რომ ბირთვული იარაღის განლაგება ბელარუსს კიდევ უფრო გადააქცევს კრემლის მძევლად და მომავლისთვის დამღუპველი შედეგები მოჰყვება.

"უკრაინა მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობის ყველა წევრს, მიიტანონ პუტინის კრიმინალურ რეჟიმამდე მისი შემდეგი ბირთვული პროვოკაციების კატეგორიული მიუღებლობა და მიიღონ გადამწყვეტი ზომები აგრესორი სახელმწიფოს მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ნებისმიერი შესაძლებლობის ეფექტურად აღსაკვეთად", - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები