ლოიდ ოსტინი - უკრაინას გაზაფხულზე წარმატებული კონტრშეტევის ძალიან კარგი შანსები აქვს

უკრაინას, რომელიც სარგებლობს რუსული არმიის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ამოწურვით და დასავლური იარაღის მიწოდებით, აქვს ძალიან კარგი შანსები ამ გაზაფხულზე წარმატებული კონტრშეტევა დაიწყოს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა აშშ-ის სენატის კომიტეტში მოსმენის დროს განაცხადა.

ოსტინის თქმით, უკრაინას ჯერ კიდევ "მნიშვნელოვანი უპირატესობაა" რუსულ ჯარებთან შედარებით, თუმცა ბოლო დროს ფრონტის ხაზი ერთი მხრიდან მეორეზე შეიცვალა და ახლა "საკმაოდ სერიოზული ბრძოლებია ბახმუტის რაიონში".

"უკრაინელებმა რუსებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს და მათ ჯავშანტექნიკის მარაგი ისე ამოწურეს, როგორც ვერავინ წარმოიდგენდა. ახლა კი ჩვენ ვხედავთ, როგორ გახსნის ხელახლა რუსეთი T-54 და T-55 ტანკებს იმ ზარალის დონის გამო, რომელიც უკრაინელებმა მიაყენეს“, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ამის გათვალისწინებით, რუსეთის რესურსები იწურება, ის სულ უფრო მეტად განიცდის საარტილერიო საბრძოლო მასალის და სხვა მასალების დეფიციტს და იძულებულია დახმარებისთვის მიმართოს ირანსა და ჩრდილოეთ კორეას.

"ამიტომ ვფიქრობ, გაზაფხულზე დავინახავთ საომარი მოქმედებების ზრდას, რადგან მანევრირების პირობები გაუმჯობესდება და ასევე იმის საფუძველზე, რაც უკვე გავაკეთეთ და ვაკეთებთ. ვფიქრობ, უკრაინას წარმატების ძალიან კარგი შანსი ექნება", - განაცხადა ოსტინმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები