იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს კომიტეტის წევრებმა  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ევროპელი კოლეგების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინტერესის საგანს წარმოადგენდა მონაწილეობდა თუ არა ყველა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი სამუშაო შეხვედრებში და იმ სამუშაოში, რომელიც უკავშირდება 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას.

"მათი ინტერესის საგანს წარმოადგენდა თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ ჩვენ იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომელიც დარჩენილი აქვს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. ეს არის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი და ასევე, სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები.  ჩვენ მათ განვუცხადეთ, რომ ამ ორ საკითხთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე ვენეციის კომისიიდან და  ეუთო/ოდირიდან მიღებული გვაქვს დასკვნები. ჩვენ ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით  გვექნება მსჯელობა და  ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც თავსებადია საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან, ვენეციის კომისიის მიდგომებთან, იქნება გათვალისწინებული და ასე იქნება ყველა კანონი მიღებული“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეხვედრას ქართული მხრიდან, ასევე ესწრებოდნენ: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი და კომიტეტის წევრი რატი იონათამიშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები