ხორვატია უახლოეს მომავალში უკრაინისთვის 14 Mi-8 ვერტმფრენის გადაცემას გეგმავს

ხორვატია უახლოეს მომავალში უკრაინისთვის 14 Mi-8 ვერტმფრენის გადაცემას გეგმავს, ამ საკითხს ამჟამად ხორვატიის მთავრობა განიხილავს, - ამის შესახებ ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა მარიო ბანოშიჩმა უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ხორვატიის მთავრობა უკრაინას ფინანსურ, ტექნიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს. ასეთი პოლიტიკური მხარდაჭერის ერთ-ერთი პუნქტი არის გადაწყვეტილება, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია ჩვენი მთავრობის მიერ და ასეთი გადაწყვეტილებების ერთ-ერთი პუნქტია Mi-8 ვერტმფრენები. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ მათი ტრანსფერის დასრულებას", - განაცხადა ბანოშიჩმა.

როგორც ოლექსი რეზნიკოვმა აღნიშნა, უკრაინა ხორვატიისგან იღებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას, ამ ქვეყნიდან პირველადი დახმარება 2022 წლის 28 თებერვალს მიიღო.

"დღეს განვიხილეთ ჩვენი შემდგომი საჭიროებები, ჩვენი პრიორიტეტები. ისინი უცვლელი რჩება - ეს არის საჰაერო თავდაცვა, უპირველეს ყოვლისა და სხვადასხვა საშუალებები, რომელიც ხორვატიას შეუძლია მოგვაწოდოს“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

ბანოშიჩის თქმით, ხორვატია მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში მიუღებელია, საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები დაცული უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები