უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 172 900 (+560) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 30.03.2023-მდე: ტანკები - 3 610 (+1), ჯავშანტექნიკა - 6 974 (+8), საარტილერიო სისტემები - 2 671 (+12), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 526 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 278 (+1), თვითმფრინავი - 306 (+0), ვერტმფრენები - 291 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 2 239 (0), ფრთოსანი რაკეტები - 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 5 518 (+11), სპეციალური ტექნიკა - 291 (+3).