31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა

საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 84 წელი შეუსრულდებოდა.

მეცნიერ-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973-1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991-1992), საქართველოს ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს  ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში დაიბადა.

ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად, 1970-80-იან წლებში საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობისა სულისჩამდგმელი და მედროშე იყო.

გამსახურდია საქართველოს მოსახლეობის 86%-მა პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩია. სწორედ მის სახელს უკავშირდება ქვეყანაში საპრეზიდენტო მმართველობის შემოღება. 

საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა 1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმი ჩაატარა. შეკითხვას, "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" საქართველოს ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობის 98 %-მა დადებითი პასუხი გასცა, რის შედეგადაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 

გამსახურდია ქვეყანას სულ რამდენიმე თვის განმავლობაში მართავდა. 1992 წლის 6 იანვარს სამხედრო გადატრიალების შემდეგ გამსახურდიამ და მისი მთავრობის წევრებმა ალყაშემორტყმული შენობიდან გააღწიეს და საქართველო დატოვეს. 

პირველმა პრეზიდენტმა გარკვეული პერიოდი დევნილობაში გაატარა, საქართველოში კი 1993 წლის 24 სექტემბერს დაბრუნდა. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში. ზვიად გამსახურდიას შვილები პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიებას ამ დრომდე ითხოვენ. 1994 წლის თებერვალში მისი ცხედარი გროზნოში გადაასვენეს. 

რამდენიმე წლის შემდეგ, 2007 წელს ზვიად გამსახურდიას ცხედარი საქართველოში გადმოასვენეს და 1 აპრილს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მცხეთიდან მთაწმინდამდე პირველი პრეზიდენტის ნეშტი ათასობით ადამიანმა მიაცილა.

2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები