ნანა გაბელიამ რომის სამრევლოს საკვირაო სკოლას "ფესვები“ წიგნები და სასკოლო ნივთები გადასცა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია პირველ მოადგილე გიორგი გაბედავასთან ერთად რომის სამრევლოს საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და სპეციალურად მათთვის შეძენილი საჩუქრები  გადასცა.

შეხვედრაში, ასევე, რომის სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი იოანე ხელაია და სკოლის პედაგოგები მონაწილეობდნენ.

სკოლაში ამ ეტაპზე  40 მოსწავლე სწავლობს,  მათ შორის არიან აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებიც. სამშობლოდან შორს მყოფი მოზარდები ეუფლებიან ქართულ ენასა და ლიტერატურას, სწავლობენ საქართველოს ისტორიას, ქართულ ხალხურ ცეკვას და მუსიკას, ეცნობიან ქართულ კულტურას.
"ჩვენთვის ცნობილია რომ სკოლაში „ფესვები“ ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ხშირად ეწყობა კულტურული საღამოები და სხვადსხვა საინტერესო ღონისძიებები. მინისტრის აპარატი, შესაძლებლობის ფარგლებში,  ყოვეთვის მზადაა მხარი დაუჭიროს ჩვენი მოზარდებისთვის აუცილებელ და სასარგებლო აქტივობებს“, - განაცხადა ნანა გაბელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები