აშშ უკრაინის კონტრშეტევის დაწყებას უახლოეს კვირებში ელის

ამერიკის შეერთებული შტატები თვლის, რომ უკრაინა საგაზაფხულო კონტრშეტევას უახლოეს კვირებში დაიწყებს, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ჯულიანა სმიტმა განაცხადა.

”ჩვენ ველით, რომ უკრაინელები წინ წავლენ ან დაიწყებენ საკუთარ საგაზაფხულო შეტევას უახლოეს კვირებში”, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, კონტრშეტევასთან დაკავშირებით მოქმედებების დროსა და ტაქტიკას უკრაინული მხარე განსაზღვრავს.

როგორც სმიტმა აღნიშნა, რუსებიც ახლაც ცდილობენ საკუთარი შეტევის დაწყებას.

"მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთს ახლა არ აქვს რაიმე კონკრეტული, რაც მას ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი გამარჯვების იმედს მისცემს“, - განაცხადა ნატოში აშშ-ის წარმომადგენელმა.

25 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ჯერ არ დაწყებულა, რადგან პარტნიორებისგან აღჭურვილობას ელოდებიან.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა აპრილ-მაისში უნდა დაიწყოს.

უახლესი ამბები