ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები განცხადებას ავრცელებენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები 27-29 მარტს საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებენ.

საქართველოში სამდღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ (2023 წლის 27-29 მარტი) საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE - ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC - სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი) ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველო იმყოფებაგზაჯვარედინზე ევროინტეგრაციის გზაზე.

"საქართველო ევროპული ქვეყანაა, ქართველები ევროპელები არიან. ეს მისწრაფება 1999 წელს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე საქართველოს პრემიერმინისტრმა ზურაბ ჟვანიამ გაახმოვანა: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი.“ ჩვენ, როგორც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, ყოველთვის სრულად ვუჭერდით მხარს და დაუღალავად ვმუშაობდით ქვეყნის ევროპისინსტიტუციურ ჩარჩოებში სრული ინტეგრაციის მიზნით. საქართველო და მისი მოქალაქეები ამას იმსახურებენ. ქვეყნის ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ მრავალი რეფორმა განხორციელდა და ამ წინსვლის შედეგად ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის ინსტიტუტების ფუნქციონირება ევროპულ სტანდარტებს და ნორმებს დაუახლოვდა“, - აცხადებენ თანამომხსენებლები.

ამავე დროს, თანამომხსენებლებმა გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება, რომ ევროინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით ამ მნიშვნელოვან მომენტში რეფორმების პროცესი, აშკარად, შენელებულია. „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია, გვერდზე გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები და ერთობლივად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, იმისათვის, რომ ევროკავშირის სტატუსის მიღებისთვის საჭირო რეფორმები და ევროკომისიის 12 პრიორიტეტული მიმართულება განახორციელონ“, - აცხადებენ თანამომხსენებლები.

მათ აღნიშნეს, რომ ეს 12 პრიორიტეტული მიმართულება ქვეყნისთვის ახალი არ არის. ისინი დიდწილად ემთხვევა რეფორმების პრიორიტეტებს, რომლებიც განსაზღვრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მის ბოლო რეზოლუციაში საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ (რეზოლუცია 2438 (2022)). რეზოლუციის თანახმად, პოლიტიკურ გარემოში უკიდურესი პოლარიზაციის დარეგულირება ფუნდამენტური პრიორიტეტია, რომელიც საზოგადოების ყველა სფეროს მოიცავს. ამ პოლარიზაციის დარეგულირება მთლიანად დამოკიდებულია ყველა პოლიტიკური ძალის, უმრავლესობის და ოპოზიციის თანაზომიერ პოლიტიკურ ნებაზე, შეცვალონ თავიანთი ქცევა და დამოკიდებულებები.

ამ კონტექსტის გათვალისწინებით, თანამომხსენებლებმა დაგმეს მზარდი თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელობაზე, რაც, ხშირად, ანონიმური აქტორების მხრიდან ხორციელდება. ქმედებამ, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მათ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, შესაძლოა ფიზიკური საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. „აქტიური და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების არსებობა აუცილებელია კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მტკიცედ დაგმოს და, სადაც საჭიროა გამოიძიოს ეს თავდასხმები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ ორგანიზაციების გაჩუმებას და სტიგმატიზაციას“, - აცხადებენ თანამომხსენებლები.

მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელების აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის როლი. მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია 2438 (2022)- ის მიღების შემდეგ რეფორმების ნაწილი განხორციელდა, სასამართლო რეფორმების წინა ტალღების პროგრესის სიღრმისეული და დამოუკიდებელ შეფასება აჩვენებს, რომ ასამბლეის მიერ რეკომენდებული ყოველმხრივი რეფორმა ჯერ კიდევ განსახორციელებელია. ამ მხრივ,თანამომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმის აუცილებლობას, რათა დაძლეულ იყოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა მისი კორპორატიულობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობის ნაკლებობა და მართლმსაჯულების სისტემაზე არასათანადო კონტროლი, რაც ძირს უთხრის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას.

თანამომხსენებლები მიესალმებიან ხელისუფლების მზადყოფნას, ებრძოლოს კერძო ინტერესების გადაჭარბებულ გავლენას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამავე დროს, ისინი იზიარებენ ვენეციის კომისიის მხრიდან ამ კანონპროექტის შეფასებას, რაც ხაზს უსვამს კანონით მიღებული ე.წ. „პირადი“ მიდგომის შესაბამისობას ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. გარდა ამისა, მომხსენებლების აზრით, პოლიტიკური გარემოს უკიდურესი პოლარიზაციის კონტექსტში და სასამართლო სისტემაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონტროლთან დაკავშირებით არსებული კითხვების ფონზე, „პირადმა“ მიდგომამ შეიძლება კანონის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების საფრთხე შექმნას, რაც კანონის გაცხადებულ მიზნებს ეწინააღმდეგება. თანამომხსენებლების რეკომენდაციაა, რომ ხელისუფლებამ უარი თქვას კანონპროექტში არსებულ პერსონალურმიდგომაზე და სანაცვლოდ, გამოიყენოს ე.წ. „სისტემური მიდგომა“, რომელიც გულისხმობს არსებული მექანიზმების გაძლიერებას კერძო ინტერესების არასათანადო გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად. ესაა მიდგომა, რომელსაც ასევე აშკარა უპირატესობას ანიჭებს ვენეციის კომისია.

თანამომხსენებლებს შესაბამისმა მხარეებმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებული ვითარებაც გააცნეს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს კომპეტენციის გათვალისწინებით, თანამომხსენებლებს, ცალსახად, არ სურთ კომენტარი მისი საქმის იურიდიულ მხარეზე, თუმცა, მათ გამოთქვეს შეშფოთება არსებული უთანხმოების გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. „ბატონი სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და ყველა დაინტერესებული მხარე დაეყრდნოს ნეიტრალურ და სანდო ინფორმაციას. მიუკერძოებელი უცხოელი ექიმების პროცესში ჩართვა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით და ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას დასააკაშვილის ოჯახს, სწრაფად მიაღწიონ შეთანხმებას პაციენტზე ხელმისაწვდომობის თაობაზე უცხოელი ექიმებისთვის, რომლებიც მზად არიან ხელი შეუწყონ ბატონი სააკაშვილის მკურნალობას“. 

უახლესი ამბები