ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა

ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა

78 წლის ასაკში ცნობილი კომენტატორი და საკალათბურთო სპეციალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა. ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა.

ჯამლეტ ხუხაშვილი სპორტული კომენტატორი 1963 წლიდან იყო. 1980-1992 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანია "იმედში“, სპორტულ რადიო "ჯაკოში“; იყო საზოგადოება "დინამოს“ მწვრთნელი.

1994 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უფროსი. 1990 წლიდან "მაქაბის“ კლუბის პრეზიდენტი.

დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). 

არის საიუბილეო წიგნის "ყურადღება“ (2004) ავტორი. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები