დიმიტრი გვრიტიშვილი - ერთგვარი ცივი შხაპი გადაასხა პრემიერის ვიზიტმა უზენაეს სასამართლოში სასამართლოს არაკეთილმოსურნეებს

შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ერთგვარი ცივი შხაპი გადაასხა პრემიერის ვიზიტმა უზენაეს სასამართლოში სასამართლოს არაკეთილმოსურნეებს, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა "იმედის" ეთერში.

"ამ უპრეცედენტო და აბსოლუტურად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებაში, რომლითაც მოქმედი მოსამართლეები კორუფციის უმძიმესი ბრალდებით დასანქცირდნენ, გათვლა იყო ის, რომ ერთი მხრივ თვითონ სასამართლო კორპუსისადმი იყო გზავნილი და მიზნად ისახავდა დაშანტაჟებას და მეორე - გზავნილი იყო ხელისუფლებისადმი, რომ გაემიჯნეთ. პრეზიდენტის ბრიფინგი იყო ამის ცალსახა ლუსტრაცია. პრეზიდენტმა ასეთი პოზიცია არჩია, რომ ვთქვათ, ჩვენს "ევროპულ მომავალს" ეს ოთხი ადამიანი შევწიროთო.

რაც შეეხება მთავრობას და მის მეთაურს, დღევანდელმა მისმა ვიზიტმა და მისმა გამოხატულმა პოზიციამ სავსებით დაგვარწმუნა იმაში, რომ სასამართლო ხელისუფლება დღეს არ არის მარტო ამ უპრეცედენტო შეტევის პირობებში და რომ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მისი ხელმძღვანელის სახითაც აბსოლუტურად ჯანსაღი პოზიცია უკავია, რაც სახელმწიფოს პირველი თანამდებობის პირს უნდა ეკავოს, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები