მესუთ იოზილი პოლიტიკაში მიდის

მესუთ იოზილი პოლიტიკაში მიდის

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე მესუთ იოზილი კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში წასვლას აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, იოზილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიიდან იყრის კენჭს.

როგორც თურქული მედია წერს, ყოფილი ფეხბურთელის კანდიდატურა ერდოღანის საარჩევნო კოლეგიის შესატან სიაშია.

წარმოშობით თურქი მესუთ იოზილი 2014 წელს გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ის ასევე ასპარეზობდა ისეთ კლუბებში, როგორიცაა მადრიდის “რეალი” და ლონდონის “არსენალი”.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი