ლატვიამ გადაწყვიტა, უკრაინას გადასცეს ყველა Stinger, რაც აქვს

ლატვია უკრაინას გადასცემს ყველა საზენიტო სარაკეტო სისტემა Stinger, რაც თავად აქვს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეჩემ რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, წერს LSM.

"ლატვიამ უპასუხა უკრაინის თხოვნას საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ და გადაწყვიტა გადასცეს ყველა Stinger, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე გადავცეთ. ყველა Stinger, რომელიც ფრონტზე გავაგზავნეთ, არის არა მხოლოდ უკრაინის თავისუფლებისთვის, არამედ ლატვიის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, თავად ლატვია არ დარჩება დაუცველი ამის შემდეგ, რადგან უფრო თანამედროვე შვედური წარმოების RBS 70 სისტემები დარჩება მისი ჯარის შეიარაღებაში.

პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა განსაკუთრებით შეაქო ლატვია და ესტონეთი უკრაინისთვის იარაღის ყველაზე დიდი მოცულობის მიწოდების გამო, მათი საწყისი სამხედრო მარაგები პროცენტულად შეფასებიდან გამომდინარე.

"თქვენ აჩვენეთ, რომ კეთილი ნების მქონე ხალხები მთელი მსოფლიოდან უარყოფენ რუსულ სისასტიკეს და აგრესიას. და ბევრი თქვენგანი იყენებს რეზერვებს უკრაინის დასახმარებლად", - განაცხადა ოსტინმა.

დღეს გერმანიაში უკრაინის პარტნიორი ქვეყნების მორიგი შეხვედრა გაიმართა. მასში მსოფლიოს 50-ზე მეტი სახელმწიფო მონაწილეობს. მონაწილეებმა მომავალი მიწოდების მთავარ პრიორიტეტად საჰაერო თავდაცვის სისტემები დაასახელეს.

პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე თვეში უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებენ "უპირატესობას ბრძოლის ველზე", რასაც ხელი უნდა შეუწყოს იარაღის მიწოდებამ, რომელიც კიდევ გაიზრდება.