ირაკლი ანთაძე - გაჟღერდა გარკვეული სიგნალები და ამ ინფორმაციას ოჯახებს გავუზიარებთ

დღევანდელი შეხვედრა ძალიან ხანგრძლივი იყო, იყო დაძაბული დისკუსიები. ჩვენთვის მთავარ საკითხს წარმოადგენს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება, - ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"დავინტერესდით, რა პერსპექტივას უნდა ველოდოთ. გაჟღერდა გარკვეული სიგნალები და ამ ინფორმაციას ოჯახებს გავუზიარებთ, თუმცა ვერცერთ დეტალს ვერ გავამხელ, ვიდრე ყველა ინფორმაცია არ იქნება გაზიარებული ურთიერთობის არსებული არხების მეშვეობით. 

ჭვრინისის ინციდენტს მიეცა უაღრესად მკაცრი შეფასება და გავაჟღერეთ, რომ აუცილებელია, დამნაშავეებმა აგონ პასუხი, ვინაიდან ჩვენს თანამოქალაქეს მიაყენეს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება და მისი სიცოცხლე იყო საფრთხის ქვეშ. მიჭირს საუბარი, რა შედეგს გამოიღებს ჩვენი მოთხოვნა, თუმცა ამ მოთხოვნაზე მათი მხრიდან კომენტარი არ ყოფილა“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები