სენატორი ჯინ შაჰინი - საქართველოს მთავრობა სულ უფრო და უფრო მიდის ავტოკრატიისკენ

ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიდა ბრძოლა მიმდინარეობს ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის, არის საქართველო, - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

"ნათელია, რომ საქართველოს ხალხს სურს, იყუროს დასავლეთისკენ, ევროპისკენ, მათ უნდათ დემოკრატია. სენატორი რიში და მე იქ ვიყავით 2012 წელს არჩევნებზე დასაკვირვებლად, როცა "ქართულმა ოცნებამ" მმართველობა გადაიბარა.

რაც ახლა ვიხილეთ, ისაა, რომ საქართველოს მთავრობა სულ უფრო და უფრო მიდის ავტოკრატიისკენ.

ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება 2024 წლის არჩევნები. ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი როლი, რომ მხარი დავუჭიროთ ამ არჩევნებს და იმედია, მხარს დავუჭერთ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას", - განაცხადა სენატორმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები