ანრი ოხანაშვილი - საგამოძიებო კომისიის შექმნა ემსახურება სასამართლო სისტემის პოლიტიზებასა და ზეწოლას

ჩვენ და ჩვენი საზოგადოება წლებია ვაკვირდებით, რომ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს აქვთ პირდაპირი განზრახვა და მიზანი, რომ მოხდეს მართლმსაჯულების პოლიტიზება, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პროცესი ხელისუფლებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წასვლისთანავე დაიწყო.

"თქვენ გახსოვთ მოწოდებები „ქართული ოცნებისადმი“, რომ არცერთი მოსამართლე არ უნდა გათავისუფლებულიყო სასამართლო სისტემიდან 2013 წელს და შემდეგ. პირიქით, უნდა შექმნილიყო გარანტიები სასამართლო სისტემისთვის“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი პარტია არასდროს დაუჭერს მხარს მართლმსაჯულებაში პოლიტიკის შეტანას.

"ეს დრო დასრულდა. ეს დრო დაასრულა „ქართულმა ოცნებამ“ იმ უმნიშვნელოვანესი რეფორმებით, რომლითაც სასამართლო სისტემის სრული დეპოლიტიზება. ასეთი ტიპის მოქმედებები - საგამოძიებო კომისიის შექმნა ემსახურება არა რაიმე ობიექტურობის დადგენას ან რამე საკითხის გარკვევას, არამედ სასამართლო სისტემის პოლიტიზებასა და ზეწოლას. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ის სამართლებრივი ბერკეტები და სივრცე, არ მივცეთ რადიკალურ, დესტრუქციულ ჯგუფებს სასამართლოში პოლიტიკის შეტანის შესაძლებლობა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები