ბუნდესტაგის დელეგაციის წევრი ნიკა გვარამიასთან არ შეუშვეს

ბუნდესტაგის დელეგაციისა და თავისუფალ დემოკრატთა პარტიის წევრი თომას ჰაკერი ნიკა გვარამიასთან საპატიმროში არ შეუშვეს.

"რეალურად, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ნიკა გვარამია პატიმრობაშია პოლიტიკური მიზეზებით. დღეს, პრესის თავისუფლების დღეა და ვფიქრობ, კარგი იქნებოდა მისი შეწყალება.

მე ვთხოვე იუსტიციის მინისტრს, რომ შევსულიყავი ციხეში მის მოსანახულებლად, მაგრამ სამწუხაროდ, უარი მივიღე. მიზეზად დაასახელეს ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ შეუძლიათ პატიმრების მონახულება, მაგრამ როგორც ჩვენ ვიცით, წარსულში ასეთი რამ მომხდარა და ეს იქნება კარგი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნება, რომ საპატიმროში შეუშვას გერმანიის პარლამენტის წევრი.

მედიის თავისუფლება საკვანძო საკითხია იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და მანამდე მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს, გავუწოდოთ ხელი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს მოთხოვნები", - აცხადებს ჰაკერი. 

თომას ჰაკერი ამ დროისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები