დიმიტრი სამხარაძე - ევროპელ პენსიონერებს ძარცვავენ, ამ ფულით საქართველოში აფინანსებენ თავიანთ ბინძურ ტელევიზიებს, ომის პარტიის მონებს და უკან აგზავნიან ევროპელ ლობისტებთან

პარტია "ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ე.წ. "ქოლცენტრების" ფუნქციონირებასთან  სხვადასხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შესაძლო კავშირს სოციალურ ქსელში აფასებს.  

"ქოლცენტრებით ევროპელ პენსიონერებს ძარცვავენ, ამ ფულით საქართველოში აფინანსებენ თავიანთ ბინძურ ტელევიზიებს, ომის პარტიის მონებს და უკან აგზავნიან თავიანთ ევროპელ ლობისტებთან,  პატრონებთან, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებას ხელს უშლიან!“- წერს დიმიტრი სამხარაძე Facebook-ზე.

სააგენტო "პრაიმ-ტაიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისში მოქმედებს ე.წ. ქოლცენტრი, რომელიც  "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს და დავით არახამიას ეკუთვნით.

გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე აცხადებს, რომ შენობაში, სადაც ერთ-ერთი ოფისი დალუქეს, მას სასტუმრო აქვს, სხვა ფართებთან კი შეხება არ აქვს, ქოლცენტრების საქმე კი გამოიძიონ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები