ჯანმომ COVID-19-ის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გააუქმა ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა, რომელიც COVID-19-ის გამო იყო შემოღებული, - ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა. 

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ COVID-19-ის გლობალური საფრთხე დასრულდა.

"დიდი იმედით ვაცხადებ, რომ COVID-19 დასრულდა, როგორც გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ COVID-19 დასრულდა, როგორც ჯანმრთელობის გლობალური საფრთხე. გასულ კვირას COVID-19-მა ყოველ სამ წუთში სიცოცხლე ერთი იმსხვერპლა - და ეს გარდაცვალების მხოლოდ ის შემთხვევებია, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცით“, - განაცხადა გებრეისუსმა.

მისივე თქმით, ვირუსი რჩება და დარჩება მომავალშიც.

"ეს ვირუსი აქ დარჩება, ის კვლავ კლავს და ის კვლავ იცვლება, არსებობს რისკი, რომ გაჩნდეს ახალი ვარიანტები, რომლებიც გამოიწვევს ავადობისა და სიკვდილიანობის ახალ მწვერვალს. ყველაზე უარესი, რაც ახლა ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია გააკეთოს, არის ამ სიახლეების გამოყენება, როგორც სიფხიზლის მოდუნება“, - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ჯანმოსთვის ცნობილია 7 მილიონი გარდაცვლილის შესახებ, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს - მინიმუმ 20 მილიონი. 

მსგავსი სიახლეები