მეუფე იაკობი - ჩემი ისტორიის ერს ნუ მიქადაგებ რაღაცას, ვინა ხარ? 20 წელია, რაღაცა დაიწყე?

თავიანთ ქვეყნებში რაც უნდათ ის კანონები მიიღონ ხომ, ჩვენ როგორც ვართ, დაგვაცადონ და ასე ვიცხოვრებთ, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

"ხშირად მიწევს ევროპაში ყოფნა, ბევრი რამე მოსაწონი აქვთ, ბევრი რამე ისეთი აქვთ, რაც ჩემთვის მიუღებელია არასდროს მივიღებ. ევროპა იქნება, ამერიკა, რუსეთი თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნები, უნდა შეეგუონ იმას, რომ ქართველები ასეთები ვართ. იცოდეთ, ღმერთი ჩვენ არასდროს არ გაგვწირავს, უარესი დროებიც გამოგივლია, უარესებიც გვინახავს.

ჩვენ ვჭირდებით ევროპას, ჩვენი სისუფთავე სჭირდება და ჩვენი იდეები სჭირდება. რაც კარგი აქვთ იმათ ხომ, გაუმარჯოთ იმ კარგში. რაც ჩვენთვის ცუდია, ვერ მივიღებთ ეხლა, როცა მეტყვიან, რომ მამაკაცის და დედაკაცის გარდა ხო, სხვა ვიღაცაა კაცო, ღმერთმა მასწავლა, ღმერთისგან მჯერავს ხომ მაგი რა. მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცები და ის ვართ, ვიღაცამ რომ თქვას ანგელოზი ვარ, დაუჯერებთ? ნება იმათია. თავიანთ ქვეყნებში რაც უნდათ ის კანონები მიიღონ ხომ, ჩვენ როგორც ვართ, დაგვაცადონ და ასე ვიცხოვრებთ. გამოვიდნენ და პირდაპირ თქვან, როგორი საქართველო უნდათ.

ჩემი ისტორიის ერს ნუ მიქადაგებ რაღაცას, ვინა ხარ? 20 წელია, რაღაცა დაიწყე? გამოვიდნენ და მითხრან, რომელია ავტორიტეტი ჩვენთვის? ქრისტეზე მეტი ავტორიტეტი ვინ არის? უნდათ, რომ ავტორიტეტი შეგვიცვალონ რა. ვიბრძოდით, მეწინავე ხაზზე ვიყავით და ვერ გაგვწყვიტეს, შაჰ-აბასიდან დაწყებული დღევანდელი შაჰ-აბასებით დამთავრებული რას არ აკეთებდნენ. 

ნუთუ ქართველობა ის არის, რომ მიძახო რუსი ხარო? რუსი შენა ხარო, როცა მასე იძახი. ღირსება შენთვის თუ მიუღებელია, ოჯახი, კაცობა, მამობა, დედობა თუ მიუღებელია, შენა ხარ უვარგისი, რუსიც არა ხარ, რუსს რაღაც ის აქვს კიდე. მასეთი რაღაცები თქვენ დაიტოვეთ, ჩვენ ნუ გვასწავლით ჭკუას", - განაცხადა ბოდბელმა ესპიკოპოსმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები