პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვა გააუქმა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვა გააუქმა, - ამის შესახებ იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნებულ შესაბამის განკარგულებაშია აღნიშნული.

"ბათილად იქნას ცნობილი რუსეთის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანებულება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

განკარგულებით რუსულ ავიაკომპანიებს ორ ქვეყანას შორის ფრენა ეკრძალებოდათ.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა რეკომენდაცია რუსების მიმართ, რომ თავი შეიკავონ მეზობელ ქვეყანაში მოგზაურობისგან.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეებისთვის ფრენების აღდგენისა და ვიზების გაუქმების შესახებ პრინციპული მიდგომის შესაბამისია ორი ქვეყნის მცხოვრებლებს შორის კომუნიკაციის გასაადვილებლად.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები