ადვოკატთა ასოციაცია თავდაცვის კოდექსის კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია თავდაცვის კოდექსის კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ჩვენს ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულებისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცება წარმოადგენს. შესაბამისად, გვინდა გამოვეხმაუროთ თავდაცვის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივას საქართველოს თავდაცვის კოდექსის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენით იხილება. 

უპირველესად აღვნიშნავთ, რომ მისასალმებელია საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს თავდაცვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე, რომლითაც შემოთავაზებულია ქვეყნის თავდაცვის, ეროვნული მედეგობისა და წინააღმდეგობის ორგანიზების ახლებური მოდელი, რითაც სამხედრო განათლება, სამხედრო სამსახურის გავლა, რეზერვის მართვა და მოხალისეობა ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებზე უფრო მორგებული ხდება. თავდაცვის კოდექსი ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურის ეფექტიან რეგლამენტირებასა და სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის მნიშვნელოვან გარანტიებს.

კანონპროექტი, ასევე, ახლებურად არეგულირებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის წესს, რაც არსებულ მოდელთან შედარებით მეტად მოქნილს და ეფექტიანს ხდის სავალდებულო სამხედრო სამსახურის ორგანიზებასა და გავლას. 

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა საკანონმდებლო ინიციატივამ ერთის მხრივ,  უზრუნველყოს ეროვნული თავდაცვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება და  მეორეს მხრივ, ხელი შეუწყოს მიმდინარე სასამართლო საქმეებზე მოქმედ ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად განხორცილებას, რაც მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და ხარისხიანი სამართალწარმოების ინტერესებითაა განპირობებული. 

მართალია, დღეის მდგომარეობით, 27 წლის ასაკს მიუღწეველ მამაკაც ადვოკატთა რიცხვი მცირეა, თუმცა, მიგვაჩნია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული გაწვევის  გადავადების კრიტერიუმები ამ მიმართებით დამატებით დაზუსტებასა და კორექტირებას საჭიროებს, რათა ადვოკატებმა სრულფასოვნად შეძლონ პროფესიული ვალდებულებების შესრულება სისხლის, სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული საქმეებზე, თავიანთი კლიენტების უფლებებისა და ინტერესების ეფექტიანად დასაცავად", - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები