პიტერ სტანო - საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება იწვევს შეშფოთებას და ბადებს კითხვებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებით, რუსეთიდან და რუსეთში ფრენების განახლების შესახებ ევროკავშირში შეშფოთებას იწვევს და აჩენს კითხვებს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით.

"ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ საქართველოს გადაწყვეტილების გამო, საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვის მოხსნის შესახებ რუსეთის გასული კვირის გადაწყვეტილების შემდეგ, განაახლოს ფრენები რუსეთში და რუსეთიდან.

უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის გამო, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა შემოიღეს სანქციები რუსეთის ავიაციის სექტორის მიმართ. ჩვენ და ჩვენი პარტნიორები არ ვრთავთ ნებას რუსეთიდან ან რუსეთში, ან მისი გავლით ავიამიმოსვლას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს მხედველობაში გვქონდეს. საქართველოს ხელისუფლების ეს ბოლო გადაწყვეტილება იწვევს შეშფოთებას და ბადებს კითხვებს საქართველოს გზასთან და ვალდებულებასთან დაკავშირებით, შეესაბამებოდეს ევროკავშირის დადგენილებებს საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, როგორც ეს გაწერილია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებაში. 

სამწუხაროდ, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან, დეკლარაციებთან მიმართებით საქართველოს შესაბამისობამ დაიკლო გასული წლის ისედაც დაბალი 44% -დან წლევანდელ 31%-მდე. ეს ნამდვილად იწვევს ჩვენს შეშფოთებას და ძალიან სამწუხაროა. 

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რაც გასულ კვირას ვთქვი, გაერო-ს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ რუსეთის ავიაციის სექტორისა და რუსული თვითმფრინავების საერთო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოთქვა შეშფოთება, რომელიც გადასცეს საქართველოს ხელისუფლებას“, – განაცხადა პიტერ სტანომ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები