მიხეილ სარჯველაძე - რუსეთმა უკან წაიღო საქართველოს წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილება - გააუქმა საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული სასჯელი

"საქართველოს მხრიდან პრაგმატული, თანმიმდევრული, მწყობრი და პრინციპული პოზიცია არის ის, რასაც შეუძლია მიგვიყვანოს უმთავრესი ამოცანის გადაჭრამდე,  ეს არის საქართველოს დეოკუპაცია და ტერიტორული მთლიანობის აღდგენა“, -  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ კვირას რუსეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას  წინ რამდენიმე გარემოება უძღოდა.

"პირველი გახლავთ ოკუპაცია, მეორე - საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების პოზიცია, როდესაც მათი მხრიდან მიღებული იყო გადაწყვეტილებები, არა მხოლოდ ფრენების არშეზღუდვასთან დაკავშირებით, არამედ სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გახსნაზე, რუსეთის ფედერაციისთვის ხელსაყრელი მნიშვნელოვანი თანხმობის გაცემაზე, მაგალითად,  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობაზე მიცემული თანხმობა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იმხანად ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, რომ რაღაც „გამოევაჭრა“ ამ ყველაფრიდან, რეალურად მას ეს არ გაუკეთებია. იგივე ხალხი, ვინც საქართველოს ხელისუფლებაში იყო და ასეთ გადაწყვეტილებებს იღებდა, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას აბრალებს ანტიქართული პოლიტიკის წარმოებას. ერთ-ერთ ასეთ ბრალდებას და ხელოვნურ აჟიოტაჟს 2019 წელს მოჰყვა რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ სასჯელის დაწესება, რაც გამოიხატებოდა სავიზო რეჟიმის დაწესებასა და ფრენების გაუქმებაში.  ეს იყო ჯავრის ამოყრა ქართველებზე“, -  განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, რუსეთის ამ გადაწყვეტილებას მაშინ აკრიტიკებდა როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე აშშ და ევროკავშირი.

"რუსეთის ეს გადაწყვეტილება იყო ერთმნიშვნელოვნად უსამართლო და ეს უსამართლობა არ აღმოფხვრილა მოგვიანებითაც. ჩვენი კრიტიკა  იყო პრაგმატული, მწყობრი, თანმიმდევრული და პრინციპული.  ამ პრინციპულმა პოზიციამ, ფაქტია, რომ 2019 წლის შემდეგ დიდი ხნის დაგვიანებით, მაგრამ მაინც, როდესაც შეიცვალა მოცემულობა, გააჩინა შესაძლებლობა და რუსეთმა უკან  წაიღო საქართველოს წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილება -   გააუქმა საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული სასჯელი. ასეთივე პრაგმატული, თანმიმდევრული, მწყობრი და პრინციპული პოზიცია იქნება ის, რასაც შეუძლია მიგვიყვანოს გარემოებათა იმგვარ ცვლილებამდე, როცა რუსეთის ფედერაციას ასევე მოუწევს  უკან წაიღოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას უკავშირდება. ასე მიიღწევა რეზულტატი და არა ყალბი აჟიოტაჟებით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები