თეიმურაზ კუპატაძე - 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული, როგორც ქალები, ასევე კაცები

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. 

მისი თქმით, დაკავებულთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.

"ამ ეტაპზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული. ფონიჭალაში დაკავებულია 6 ნარკორეალიზატორი. ღონისძიებები სხვადასხვა დიდ ქალაქში გრძელდება. დღის ბოლომდე დაკავებულთა რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება. ასევე ამოღებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება დიდი და განსაკუთრებულად დიდი ოდენობით. განხორციელდა არაერთი საკონტროლო შესყიდვა, რომელიც აღბეჭდილია აუდიო და ვიდეო ფაილების სახით. 

დაკავებულები არიან როგორც ქალები, ასევე კაცები. ამ ეტაპზე დაკავებულთა შორის არასრულწლოვანები არ ფიგურირებენ. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ფიგურირებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები“, - განაცხადა კუპატაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები