ნიკა მელია - ლავროვის სიძე აქ არის, სიძის ძმას ქორწილი აქვს, ქალიშვილი აქ არის, სიძის მამა აქ არის და სამი მათგანი არის სანქცირებული

სასტუმრო Kvareli Lake Resort-თან დილიდან პოლიციაა მობილიზებული. მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი.

ყვარელში გვიან ღამით ნიკა მელია ჩავიდა, რომელსაც ადგილზე პოლიციელები დახვდნენ. 

მელიას განცხადებით, სასტუმროს ადმინისტრაციამ დაუდასტურა, რომ იქ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვი ოჯახის წევრები იმყოფებიან. 

"ლავროვის სიძე აქ არის, სიძის ძმას ქორწილი აქვს, ქალიშვილი აქ არის, სიძის ძმის მამა აქ არის და სამი მათგანი არის სანქცირებული აშშ-ის მიერ, ევროკავშირის სახელმწიფოების მიერ. ე.ი. არსად არ წაესვლებათ, ვინაიდან არიან სანქცირებული და ჩამოვიდნენ ყვარელში, მაშინ როდესაც ეს ქვეყანა ოკუპირებულია სწორედაც ლავროვის მიერ. დღეს აქ უნდა გაბედონ და პუტინის სადღეგრძელო შესვან,  რუსული არმიის სადღეგრძელო უნდა შესვან, გამარჯვება უსურვონ რუსულ არმიას. 

ეს არის მორალისგან და ვულგარული ცინიზმით გამორჩეული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეებისადმი, მთელი ქვეყნისადმი, პუტინისა და ლავროვის მხრიდან, როდესაც ლავროვის სიძის ძმის ქორწილს იხდიან, უახლოესი ოჯახის წევრის", - განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები