პოლიციამ ყვარელში აქციის მონაწილეები დააკავა - ადგილზე ხმაური და დაპირისპირებაა

ყვარლის ტბის მიმდებარედ, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილის ეკატერინა ლავროვას და მისი ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებენ, პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტების დაკავებები დაიწყო.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 5-მდე ადამიანია დაკავებული.

ადგილზე დილიდან დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე ხმაური და დაპირისპირებაა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ადგილზე სავარაუდოდ, სიგნალს ახშობენ, რის გამოც პრაქტიკულად შეუძლებელია პირდაპირი ჩართვის განხორციელება. ასევე, პოლიცია ჟურნალისტებს მობილურ ტელეფონებსაც ართმევს.

ყვარლის ტბის მიმდებარედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების იმყოფებიან. 

უახლესი ამბები