ყვარელში ადმინისტრაციული წესით აქციის 16 მონაწილეა დაკავებული

შსს-ს ინფორმაციით, კახეთში, სასტუმრო "ყვარლის ტბასთან" მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს.

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ყვარელში საპროტესტო აქციის დროს მათი წევრები დააკავეს, კერძოდ, დაკავებულთა შორის არიან: პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და სამდივნოს წევრი დიმიტრი ჩიქოვანი; საგარეჯოს საკრებულოს წევრი დავით დიღმელაშვილი; გურჯაანის საკრებულოს წევრი რამაზ ქერეჭაშვილი; ყვარლის საკრებულოს წევრი ნიკა ღონიაშვილი; თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, დააკავეს ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ტიტე გედენიძე და პარტიის წევრები გიორგი და ალიკა მირაქოვები, ბექა პაპაშვილი, ლაშა ხუსკივაძე და ნიკა ნარსია. 

დილიდან ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროსთან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი, რომლებიც ქვეყანაში ლავროვის ოჯახის წევრების შემოსვლას აპროტესტებენ.

როგორც ცნობილია, დღეს საღამოს სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიძის ძმის ქორწილია დაგეგმილი. სტუმრების სიაში იმყოფებიან ლავროვის ოჯახის წევრები, მათ შორის მისი სანქცირებული შვილი ეკატერინა ლავროვა და მისი ქმარი.

ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ყოფნას დღეს, 18:00 საათზე ყვარელსა და თბილისში კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები