ხაშურში ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს.
"ხაშურის სპორტის" ინფორმაციით, შემთხვევა 21 მაისს, მაშინ მოხდა, როცა ლუკა მაისურაძის ოჯახი ხაშურის ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა და მსოფლიო ჩემპიონობას აღნიშნავდა.
წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი და ძვირფასი ნივთი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.