ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული ძმებიდან ერთი არასრულწლოვანია

მარნეულის მუნიციპალიტეტში ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული ძმებიდან ერთი არასრულწლოვანია.

"მთავარის" ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულები მარნეულის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლები არიან.

არსებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლი თბილისიდან წაიყვანეს, მოკლეს და ცხედარი მდინარის პირას დამარხეს.

მკვლელობის შემდეგ ძმებმა მოკლული მამაკაცის მანქანა ერთ-ერთ ადგილობრივს მიჰყიდეს.

მოკლული 53 წლის მამაკაცის ცხედარს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.  