ამერიკის შეერთებული შტატები პრიორიტეტად მიიჩნევს უკრაინისთვის თანამედროვე F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას, შტატები იმუშავებს ამ მიზნის მისაღწევად უახლოეს თვეებში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ დავიწყებთ უკრაინელი სამხედროების წვრთნას F-16-ის ფრენისთვის და ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას მივაწოდოთ F-16 საბრძოლო თვითმფრინავები“, - განაცხადა მან.
ამასთან, მილერმა აღნიშნა, რომ არ აქვს ინფორმაცია "როდის ან როგორ მოხდება ეს, ან რომელი ქვეყნებიდან".
”მაგრამ F-16-ის მიწოდება ჩვენი პრიორიტეტია და ჩვენ დავიწყებთ მის განხორციელებას უახლოეს თვეებში”, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.