ანა დოლიძე - პარლამენტში შევიტანეთ საკანონმდებლო წინადადება, რომლითაც მოვითხოვთ, უპირატესობა მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეებს სამსახურში დასაქმების დროს

პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა  ანა დოლიძემ საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართა, რომელიც გულისხმობს უპირატესობის მინიჭებას საქართველოს მოქალაქეებისთვის შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში.

’’2022 წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული საომარი მოქმედებები უკრაინაში, გეომეტრიული პროგრესიით იმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის ფაქტებმა საქართველოში. შესაბამისად, გაჩნდა კრიტიკული საჭიროება გაზრდილი ემიგრაციის ფონზე დარეგულირდეს საქართველოს მოქალაქეების უფლებები შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხს ავუხსნათ, რომ როდესაც "ოცნება" გვეუბნება რუსეთის მოქალაქეების შემოდინება ჩვენს ეკონომიკურ ინტერესშია, ეს არის დიდი ტყუილი.

ჩვენ ვდგავართ კოლონოლიზაციის წინაშე, აქ ჩამოსულ რუს ტურისტს ხვდება რუსი გიდი, რუსული ტურისტული სააგენტო, მთელი მომსახურების სფერო. შესაბამისად, დოვლათი თითქოს შემოდის, 90% კი ისევ გაედინება მოსკოვში, ეს არის კოლონიზაციის ფორმა.

იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები დავიცვათ აუცილებელია შრომით ბაზარზე დასაქმების დროს უპირატესობა მიენიჭოს  საქართველოს მოქალაქეებს.  ეს იქნება ერთ-ერთი ნაბიჯი, რომლითაც დავიცავთ ჩვენს მოქალაქეებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოზღვავების ფონზე", - განაცხადა დოლიძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები